გერმანიის თასი: "ბაიერნმა" "ლევერკუზენი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში გავიდა. "რეკორდმაისტერმა" "ბაიერი" საკუთარ მოედანზევე 6:2 გაანადგურა.

იუპ ჰაინკესის შეგირდები მე-9 წუთზე რობერტ ლევანდოვსკის დუბლის წყალობით უკვე 2-ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ.

მე-16 წუთზე ლარს ბენდერმა ერთი ბურთი გაქვითა და პირველი ნახევარი ასევე დასრულდა.

მეორე ტაიმში კი ტომას მიულერის ბენეფისი მოეწყო. გერმანელმა 52-ე, 64-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა. "ბაიერნიდან" კიდევ ერთი ბურთი ტიაგო ალკანტარას ანგარიშზეა.

"ფარმაცევტთა" მხრიდან კიდევ ერთი გოლი იამაიკელმა ლეონ ბაილიმ შეაგდო.

მეორე ფინალისტის ვინაობას დღეს "ველტის არენაზე" "შალკე" და ფრანკფურტის "აინტრახტი" გაარკვევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული