ფეხზე ნაოპერაციევი გოლკიპერი ნოიერი მწყობრში ჩადგა და შვიდთვიანი შესვენების შემდეგ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად.
ჯერ უცნობია როდის შეძლებს ის თამაშს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ იასპარეზებს, ამას წყალი არ გაუვა.
"ბაიერნმა" უკვე მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ახლა ქვეყნის თასის მოპოვებასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება.