ბუნდესლიგა. XXXII ტური: "ბაიერნს" ბავშვებიც მაგარი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" მთლიანად გადართულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე. ამიტომაც ბუნდესლიგის 32-ე ტური ჩემპიონისთვის უახლოესი რეზერვის შემოწმებად გადაიქცა. თან, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის "აინტრახტი" ცდიდა.

გასულ ტურში მიუნხენელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ლარს-ლუკას მაის, ახლა კი მას დაემატა კიდევ სამი ფეხბურთელი, რომლებსაც აქამდე ბუნდესლიგაში არასოდეს ეთამაშათ - ნიკლას დორში, კოსოვოელი მერიტან შაბანი და 17 წლის კამერუნელი ფრანკ ევინა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 36 დღე იყო - "ბაიერნს" ასეთი ახალგაზრდული გუნდი 1971 წლის შემდეგ არ
ჰყოლია მოედანზე!

"აინტრახტმა" ამ ფაქტით ვერ ისარგებლა და კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას.


* * *

ცოტა ხნის წინ "შალკე" ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ცხრილის მეორე ადგილზე, მაგრამ ახლა თავის ყველაზე საძულველ მეტოქეს - "დორტმუნდს" დაწევის საშუალება მისცა. ამის მიზეზი "გლადბახი" გახდა, რომელიც ჯერ ისევ იბრძვის ევროპის ლიგის საგზურისთვის. თუმცა, დორტმუნდელებმაც ვერ მოიგეს - მათ პირადად ეთამაშა ფრე "ვერდერის" მეკარე პავლენკა. "შალკესა" და "დორტმუნდს" მოცდა მოუწევთ, რომ ოფიციალურად გაიფორმონ ჩემპიონთა ლიგის საგზური.

ძალიან არ გაუმართლა "ლევერკუზენს", რომელსაც 24 დარტყმა ჰქონდა, მის მეტოქეს - "შტუტგარტს" მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა და მაინც, 1:0 სტუმრებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი კრისტიან გენტნერმა გაიტანა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიფორმა.

ასე რომ, "ლევერკუზენმა" ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში დაბრუნება, საიდანაც პარასკევის მოგების შემდეგ "ჰოფენჰაიმმა" გამოაგდო.

* * *

"კიოლნი" ოფიციალურად გავარდა მეორე ბუნდესლიგაში - მეექვსედ ბოლო 20 სეზონში. ასევე ცნობილი გახდა პირველი გუნდი, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს - ეს არის დიუსელდორფის "ფორტუნა", რომელიც 2012-13 წლების შემდეგ უბრუნდება უმაღლეს დივიზიონს.

და კიდევ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მესამე ბუნდესლიგაში გავარდება "კაიზერსლაუტერნი".

ფაქტები
  • "ჰოფენჰაიმი" 9 მატჩია (24 თებერვლიდან) არ აგებს. გუნდს ამ სერიისას 6 მოგება და 3 ფრე აქვს.
  • "ჰოფენჰაიმმა" შინ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.
  • "ჰანოვერს" ბოლო 10 მატჩში ერთი მოგება აქვს.
  • "ჰანოვერს" 11 მატჩია სტუმრად არ მოუგია.
  • კრამარიჩს 10 გოლი აქვს 2018 წელს. მხოლოდ ლევანდოვსკიმ გაიტანა უფრო მეტი (13).
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო - ხუთივე დიდი ანგარიშით.
  • "ბაიერნს" ბუნდესლიგაში შინ 38-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომელიც 2016 წლის 12 მარტიდან იღებს სათავეს. ეს კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე გრძელი სერიაა.
  • "აინტრახტმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო - სამივე დიდი ანგარიშით.
  • "აინტრახტს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "აინტრახტმა" ზედიზედ მეექვსე გასვლითი შეხვედრა წააგო.
  • "ბაიერნს" ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობა ჰყავდა 1971 წლის შემდეგ.
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ მოუგო "აინტრახტს" (ბურთების შეფარდება - 22:3).
  • "ჰერტას" ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
  • "ჰერტამ" ბოლო 8 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო, მაგრამ 5 ფრე ითამაშა.
  • "აუგსბურგს" სტუმრად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • გრეგორიტშმა "აუგსბურგის" რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გოლების რაოდენობით - 13.
  • ზელკემ პირველად გაიტანა ზედიზედ 3 მატჩში.
  • "ჰერტას" რიგებში შეცვლაზე შევიდა პალკო დარდაი - მთავარი მწვრთნელის, პალ დარდაის ვაჟი.
  • "ფრაიბურგმა" შეწყვიტა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია და 5-მატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ფრაიბურგმა" შეწყვიტა 4-მატჩიანი უგოლო სერია.
  • "კიოლნმა" ზედიზედ მეოთხე გასვლითი მატჩი წააგო.
  • "ფრაიბურგის" გოლების ნახევარი ნილს პეტერსენმა გაიტანა - 29-დან 15. ის გერმანელ ფორვარდებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.
  • "შალკეს" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, მაგრამ ბოლო 4 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.
  • შეწყდა "შალკეს" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია საკუთარ მოედანზე.
  • "გლადბახმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო სტუმრად.
  • "შალკე" ბოლო 26 მატჩში მინიმუმ ერთი გოლს იტანს თამაშში. ეს კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი სერიაა.
  • "გლადბახის" მთავარ მწვრთნელს, დიტერ ჰეკინგს ზედიზედ 12 მატჩია არ დაუმარცხებია "შალკე".
  • "ჰამბურგმა" ბოლო 4 მატჩში მესამედ მოიგო.
  • "ჰამბურგს" ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება და 10 ქულა აქვს.
  • ჰოლტბიმ ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ გაიტანა.
  • "ჰამბურგმა" შეწყვიტა სტუმრად 14-მატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ვოლფსბურგმა" 2018 წელს მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.
  • "ვოლფსბურგს" ბოლო 12 მატჩში ერთი და ბოლო 18 მატჩში 2 მოგება აქვს.
  • "ვოლფსბურგს" ბოლო 8 საშინაო მატჩი არ მოუგია.
  • "შტუტგარტმა" ბოლო 14 მატჩში პირველად დაამარცხა "ლევერკუზენი".
  • "ლევერკუზენმა" ზედიზედ მეორედ წააგო ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
  • "შტუტგარტს" ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
  • მოგებების 58.3 პროცენტით, თაიფუნ ქორქუთი "შტუტგარტის" ყველა დროის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა.
  • როცა ქორქუთმა თებერვალში "შტუტგარტი" ჩაიბარა, გუნდი 4 ქულით იყო დაშორებული გასავარდნ ზონას, ახლა კი ერთი ქულა აშორებს ევროპის ლიგის ზონას.
  • როისმა 15 მატჩში მეთერთმეტედ გაუტანა "ვერდერს".
  • "ვერდერი" 11 მატჩია, შინ არ მარცხდება.

ბუნდესლიგა. XXXII ტური
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (16), 1:1 ქარამანი (24), 2:1 კრამარიჩი (50), 3:1 კრამარიჩი (86)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკპოგუმა, ფოგტი, ნორდტვეიტი - კადერჟაბეკი, ამირი, დემირბაი (68. ბიჩაქჩიჩი), შულცი - კრამარიჩი, გნაბრი (20. ცუბერი), უტი (63. შალაი).

ბაიერნი-აინტრახტი 4:1
გოლები: 1:0 დორში (43), 2:0 ვაგნერი (76), 2:1 ჰალერი (78), 3:1 რაფინია (87), 4:1 ზიულე (90)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი (46. რაფინია), მაი, ჰუმელსი, ბერნატი - დორში, რუდი, შაბანი (56. ტიაგო ალკანტარა) - ევინა (66. ზიულე), ტოლისო - ვაგნერი.

ჰერტა-აუგსბურგი 2:2
გოლები: 0:1 გრეგორიტში (32), 0:2 კორდობა (61), 1:2 იბიშევიჩი (84-პენ), 2:2 ზელკე (87)
გაძევება: ჰელერი (90. აუსგსბურგი)

ფრაიბურგი-კიოლნი 3:2
გოლები: 1:0 პეტერსენი (14), 2:0 პეტერსენი (52), 2:1 ბიტენკურტი (82), 2:2 ბიტენკურტი (8"), 3:2 ჰალერი (90+2)
23-ე წუთზე გიუნტერმა ("ფრაიბურგი") ვერ გაიტანა პენალტი

შალკე-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 რაფაელი (32), 1:1 კალიჯური (45+1-პენ)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - კალიჯური, გორეტცკა, ბენტალები, შიოპფი - ჰარიტი (64. მაკენი), კონოპლიანკა (90. ტოიხერტი) - ბურგშტალერი (82. დი სანტო).
გაძევება: ბენტალები (13. შალკე)

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:3
გოლები: 0:1 ვუდი (43-პენ), 0:2 ჰოლტბი (45+1), 1:2 ბრეკალო (78), 1:3 ვალდშმიდტი (90+3)

ლევერკუზენი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 გენტნერი (67)
ლევერკუზენი: ლენო - იედვაი, ბაუმგარტლინგერი (76. კისლინგი), რეტსოსი - ლ. ბენდერი (86. კორი), ჰაფერცი, არანგისი, ბეილი - ბელარაბი (68. ბრანდტი), ალარიო, ფოლანდი.
მე-17 წუთზე ალარიომ ("ლევერკუზენი") ვერ გაიტანა პენალტი

მაინცი-ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 დე ბლასისი (29-პენ), 2:0 მაქსიმი (85), 3:0 ბაკუ (90)
ლაიპციგი: გულაში - ილსანკერი, ორბანი, უპამეკანო, კლოსტერმანი - კამპლი, კეიტა, დემე, ლუკმანი (64. ბრუმა) - პოულსენი (64. ოგუსტენი), ვერნერი.
გაძევება: კეიტა (90. ლაიპციგი)

ვერდერი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (19), 1:1 დელენეი (45)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, აკანჯი - ვაიგლი - პულიშიჩი (61. შიურლე), გიოტცე, როისი, სანჩო - ფილიპი (79. იარმოლენკო).


ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 13 - მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
5 მაისი: დორტმუნდი-მაინცი, ლაიპციგი-ვოლფსბურგი, კიოლნი-ბაიერნი, ვერდერი-ლევერკუზენი, გლადბახი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ჰამბურგი, აუგსბურგი-შალკე, ჰანოვერი-ჰერტა, შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული