ბიჭუნა შრამით - რატომ აქვს ფრენკ რიბერის ნაიარევი? - "ბაიერნის" ვარსკვლავის ისტორია [PHOTO]

AutoSharing Option
ფრენკ ანრი რიბერი 1983 წლის 7 აპრილს საფრანგეთის ქალაქ ბულონში დაიბადა. მამამისი კონსტრუქტორი იყო და ოჯახსაც ამით არჩენდა. დედამისი კი დიასახლისი.

რიბერის ბავშობა შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვით დახასიათდეს - "ტკივილი". რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთის მოყვარულს აწუხებს კითხვა, რატომ აქვს რიბერის სახეზე ნაიარევი?

ისტორია კი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რიბერი 2 წლის იყო, თავის ოჯახთან ერთად მანქანით მგზავრობდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა.

ფრენკი და მისი ოჯახის წევრები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა "ბაიერნის" ვარსკვლავს სახეზე ნაიარევები მაინც დარჩა.

აი, რას ამბობს ის ამის
შესახებ:

"ეს ინციდენტი მე ცხოვრებაში დამეხმარა და მან უფრო ძლიერი გამხადა. ღმერთმა განსხვავებულად მაქცია. შრამი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წამომიდგენია".

Sportall.Ge

რიბერის ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ფრანგის შესახებ იხსენებს:

"მისი მსგავსი და ასეთი პროფესიონალი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ის ყოველთვის იბრძვის და ეს მაოცებს. ძალიან დიდი პატივია, რომ მისი გაწვრთნა მომიწია".

როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფეხბურთო ვარსკვლავები ლამაზმანებს დასდევენ და არაერთ ქალს იცვლიან, თუმცა რიბერი ამითაც გამორჩეულია.

ის წარმოშობით ალჟირელ ვაჰიბაზეა დაქორწინებული, რომელთანაც ორი გოგონა - ჰიზია და შაჰინეზი, ასევე ორი ვაჟი - სეიფ ელ ისლამი და მუჰამედი აკავშირებს.

Sportall.Ge

რიბერის ორი ძმა - ფრანცისი და სტივენი ჰყავს, ორივე ფეხბურთელია, თუმცა დიდი წარმატებისთვის არცერთს არ მიუღწევია.

ფრენკს კბილებზე პრობლემები აქვს და მას სტომატოლოგთან მისვლა ესაჭიროება, თუმცა ამბობს, რომ ის ასეთია, ღმერთს ასე უნდოდა და არანაირ ჩარევას არ აპირებს.

Sportall.Ge

მას შემდეგ რაც დაქორწინდა, რიბერი ისლამის მიმდევარი გახდა. მისი მუსულმანური სახლი ბილალ იუსუფ მუჰამედია.

2010 წელს რიბერი სკანდალშიც გაეხვია. 16 წლის ზაჰია დეჰარმა განაცხადა, რომ ფრენკ რიბერიმ და კარიმ ბენზემამ სექსის სანაცვლოდ მას ფული გადაუხადეს.

ადამიანისთვის, რომლისთვისაც ოჯახი ყველაფერზე წინ იდგა, ეს ყველაზე გასაოცარი იყო.

რიბერი ამჟამად 36 წლისაა და უკვე "ფიორენტინას" ღირსებას იცავს.

altფრანკ რიბერი: ნაიარევის გამო თანაკლასელების მშობლები დამცინოდნენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
რიბერიმ თავის ერს და რწმენას უღალატა და არ არის ქების ღირსი.
status quo
19:21 19-10-2019
9
ოჯახთან - არა, მამასთან ერთად იყო.
გიორგიპირველი
12:01 08-05-2018
0

სიახლეები პოპულარული