"სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებმა კარნავალელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაუხადეს, რაც ბორუსიასთვის ისტორიაში მეორე სარეკორდო ტრანსფერია.
დიალომ ახალ გუნდთან ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა. ის საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და კარიერის განმავლობაში "მონაკოსა" და "ზულტე ვარეგემშიც" უასპარეზია.
ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერი ნიშნავს იმას, რომ "დორტმუნდიდან" ზაფხულში სოკრატის პაპადოპულოსი აიბარგებს და ლონდონის "არსენალს" მიაშურებს.
"დორტმუნდის" ახალი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი გახდა