"დორტმუნდის" ახალი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი გახდა

AutoSharing Option
გამოცდილი შვეიცარიელი სპეციალისტი ლუსიენ ფავრი "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ კლუბის საიტმა ოფიციალურად გვაუწყა.

60 წლის მწვრთნელი ბოლოს სათავეში ფრანგულ "ნიცას" ედგა, რომელიც ევროპის ლიგაზე ათამაშა.

ფავრიმ "ბორუსიასთან" ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. მან მართვის სადავეები პიტერ შტიოგერისგან გადმოიბარა.

საინტერესოა, რომ შვეიცარიელ სპეციალისტს გერმანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის აქამდე სათავეში "გლადბახს" ედგა, რომელიც "დორტმუნდის" მოსისხლე მტერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული