ბენჟამინ პავარდს მუნდიალზე კარგი თამაში დაუფასდა და "ბაიერნში" გადავიდა

AutoSharing Option
ბენჟამინ პავარდს მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაში დაუფასდა და მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Kicker-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" "შტუტგარტთან" ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და 22 წლის ფრანგი მცველი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მუნდიალის დასრულების შემდეგ გაივლის.

"ბაიერნი" მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის. პავარდის საფეხბურთო კარიერა "ლილში" დაიწყო, რის შემდეგაც 2014 წელს 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შტუტგარტში" გადაბარგდა.

ის ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც 3 მატჩი ითამაშა და თავი ერთი გოლითაც გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
... და კიმიხი????
ტიმო
13:19 06-07-2018
0

სიახლეები პოპულარული