"დორტმუნდმა" მადრიდის "რეალის" 19 წლის მცველი ინათხოვრა

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" მადრიდის "რეალის" 19 წლის მცველი აჩრაფ ჰაკიმი 2 წლით ინათხოვრა. ის "სამეფო გუნდის" აკადემიაში 2006 წლიდან ვარჯიშობდა.

გასულ სეზონში ზინედინ ზიდანმა მას თამაშის საშუალება ძირითად გუნდშიც მისცა და 9 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა.

ჰაკიმი მაროკოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, სადაც მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული