"ბაიერნმა" ბუნდესლიგა გამარჯვებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტარტი აიღო ბუნდესლიგის გათამაშებამ, რომლის პირველ მატცში "ბაიერნმა" პირთამდე სავსე "ალიანც არენაზე" 3:1 დაამარცხა "ჰოფენჰაიმი".

სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს და მხოლოდ შეხვედრის დასასრულს მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი გოლების გატანა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ბასტიან დანკერტმა ორჯერ გამოიყენა ვიდეოგამეორება: პირველად, როდესაც 79-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და დამატებაზე ბურთი კარში რობენმა შეაგდო, ხელახლა შეასრულებინა პენალტი რობენს და მან გოლი გაიტანა. თუმცა, იმ მომენტშიც დარტყმამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შეირბინეს საჯარიმოში, ხოლო მეორე შემთხვევა 88-ე წუთზე მოხდა - არბიტრმა ვიდეოს ნახვის
შემდეგ დაასკვნა, რომ მიულერს გოლის გატანისას ბურთი ხელზე მოხვდა.

პირველი ტაიმის დასასრულს მძიმე ტრავმა მიიღო "ბაიერნის" ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა და მოედნიდან სამედიცინო პერსონალმა გაიყვანა.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი.
ბაიერნი - ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 მიულერი (27), 1:1 სალაი (57), 2:1 ლევანდოვსკი (82, პენ), 3:1 რობენი (90)

ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა, მარტინესი (გორეცკა 67), კომანი (რობენი 45+4), მიულერი, ტიაგო, რიბერი (როდრიგესი 83), ლევანდოვსკი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბიჩაკჩიჩი, ფოგტი (ნორტვეიტი 74), ნუჰუ (აკპობუმა 67), კადერჟაბეკი, ბიტენკური, გრილიჩი, გრიფო (ცუბერი 46) , შულცი, ჟოელინტონი, სალაი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასევე ბაძაყის კუნთის ტრავმა მიიღო ოპენჰაიმის კაპიტანმა,ცენტრალურმა მცველმა ფოგტმა და გუნდი ამის შემდეგ გატყდა.
სოსო
11:14 25-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული