"ვოლფსბურგის" ფეხბურთელმა ლგბტ-ს ფერებში გადაწყვეტილი სამკლავურის გაკეთებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის"  ხორვატმა ნახევარმცველმა იოსიპ ბრეკალომ ლგბტ-ს ფერებში გადაწყვეტილი სამკლავურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

20 წლის ფეხბურთელმა ეს რელიგიური მოსაზრებით ახსნა.

"მე რელიგიურ ტრადიციებზე ვარ აღზრდილი. ვინც ცხოვრების სხვა წესს ირჩევს, მე ამას მშვიდად ვხვდები, რადგან ეს მათი საქმეა.

მე ეს არ მჭირდება, არ მინდა ვიღაცის მხარდასაჭერად სპეციალური სიმბოლო ვატარო და ჩემი ქრისტიანული აღმსარებლობის წინააღმდეგ წავიდე", - განუცხადა ბრეკალომ Süddeutsche Zeitung-ს.

ბრეკალო "ვოლფსბურგში" 2016 წელს ზაგრების "დინამოდან" გადავიდა, გასულ სეზონში "შტუტგარტში" იყო განათხოვრებული, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და მ
ისმა კლუბმა უკან დაიბრუნა. ის ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.