პაკო ალკასერი "ბარსელონადან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" თავდამსხმელი პაკო ალკასერი "დორტმუნდში" გაანათხოვრა.

ნამდვილად არაა ურიგო ფორვარდი ალკასერი, მაგრამ "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში გასაგები მიზეზის გამო ვერ ხვდებოდა და კატალონიელებმა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაისამდე "დორტმუნდში" გაუშვეს.

პაკო "ბარსელონამ" შარშანწინ "ვალენსიასგან" 30 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 50 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის ნაკრებში 13 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

alt"დორტმუნდმა" ჩინური კლუბისგან აკსელ ვიტცელი 20 მლნ ევროდ შეიძინა

altბუნდესლიგა. I ტური: ყველაზე დამაჯერებელი "დორტმუნდია" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული