ბუნდესლიგა. II ტური: რევანში "ბაიერნისგან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მეორე ტურში გამორჩეული მატჩი არ ყოფილა. ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "შტუტგარტისა" და "ბაიერნის" თამაში იწვევდა. ჩემპიონებს რევანში ჰქონდათ ასაღები აპრილში 1:4 მარცხის გამო.

"შტუტგარტში" მსოფლიოს ორი ჩემპიონი თამაშობდა - იმდენი, რამდენიც "ბაიერნში". ამასთან, შვაბებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის სამი პრიზიორიც ჰყავდათ - აოგო, ბადშტუბერი და გომესი.

"ბაიერნს" გონებაში ჰქონდა რევანშის სურვილი. პირველ ტაიმში დატყმებში მისი უპირატესობა - 11:1 იყო, ბურთის ფლობა 70 პროცენტი ჰქონდა, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთი გაიტანა - ლეონ გორეტცკამ შეაგდო სადებიუტო გოლი მიუნხენელთა რიგებში.

სტუმრებმა მეორე
ტაიმში მოუმატეს თამაშს და 61-ე წუთზე ლევანდოვსკიმ შორეული დარტყმის შემდეგ ორამდე გაზარდა უპირატესობა, მაგრამ პოლონელს უკეთესი მომენტი მაშინ ჰქონდა, როცა ქუსლით გაუკეთა საგოლე პასი მიულერს. ლევანდოვსკის უკვე ექვსი გოლი აქვს ახალ სეზონში, მიულერს - 2+2.

ფაქტები
  • ლეონ გორეტცკამ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" შემადგენლობაში. ისტორიაში "ბაიერნის" 200 ფეხბურთელს გაუტანია გოლი, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.
  • ფრანკ რიბერიმ 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
  • "შტუტგარტი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია.
  • რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში ოთხ ოფიციალურ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
  • 2011 წლიდან მოყოლებული, რაც "აუგსბურგი" ბუნდესლიგაში გადავიდა, "გლადბახს" ამ გუნდისთვის არ მოუგია - 6 ფრე და 3 წაგება.
  • "გლადბახს" 1995-96 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მატჩი.
  • "ფრაიბურგს" 11 მატჩია სტუმრად არ მოუგია.
  • ლევერკუზენელმა ბეილიმ პირველი გოლი გაიტანა 17 თებერვლის შემდეგ.
  • "ვოლფსბურგმა" შარშან პირველი ორი მატჩი 12 ტურის შემდეგ მოიგო. ახლა 2 მოგება 2 ტურის შემდეგ აქვს.
  • შეწყდა "შალკეს" ათმატჩიანი მოგებათა სერია შინ "ჰერტას" წინააღმდეგ.

ბუნდესლიგა. II ტური
ნიურნბერგი-მაინცი 1:1
გოლები: 0:1 მატეტა (25), 1:1 იშაკი (48)

აინტრახტი-ვერდერი 1:2
გოლები: 0:1 ოსაკო (23), 1:1 ჰალერი (54-პენ), 1:2 რაშიკუა (90+6)
გაძევება: ვილემსი (33. აინტრახტი)

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 1:0 ბეილი (24), 1:1 ოზჩანი (37-საკ. კარში), 1:2 ვეგჰორსტი (55), 1:3 შტეფენი (59)
ლევერკუზენი: ოზჩანი, ვაიზერი, ტა, დრაგოვიჩი, ვენდელი (59. არანგისი), ლ. ბენდერი, ჰაფერცი, ბრანდი, ფოლანდი (71. პაულინიო), ბეილი, ალარიო (71. ტელინი.

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 0:1 ჰაინტცი (36), 1:1 შალაი (50), 1:2 შალაი (63), 1:3 კრამარიჩი (93)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბიჩაკჩიჩი (19. აკპოგუმა/46. ნორდტვეიტი), ფოგტი, ადამსი (44. კრამარიჩი), კადერჟაბეკი, გრილიტში, შულცი, ბიტენკურტი, ცუბერი, ჟოელინტონი, შალაი.

აუგსბურგი-გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 გრეგორიტში (12), 1:1 პლეა (68)
გლადბახი: ზომერი, ბაიერი (46. ზაკარია), გინტერი, იანტჩშკე, ვენდტი, შტრობლი, აზარი, ნოიჰაუსი (89. კუიზანსი), ჰოფმანი, ჯონსონი, რაფაელი (46. პლეა).

შტუტგარტი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 გორეტცკა (37), 0:2 ლევანდოვსკი (61), 0:3 მიულერი (76)
ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა, ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა, რობენი (78. ხამეს როდრიგესი), მიულერი (80. ტოლისო), რიბერი (77. გნაბრი), ლევანდოვსკი.

ლაიპციგი-ფორტუნა 1:1
გოლები: 0:1 ციმერმანი (47), 1:1 ოგუსტენი (68)

შალკე-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 დუდა (15), 0:2 დუდა (90)
გამოუყენებელი პენალტი: კალიჯური (12. შალკე)
შალკე: ფერმანი, სანე, ნალდო, მაკენი, კალიჯური, რუდი (65. სერდარი), ბენტალები, ბაბა (73. ჰარითი), ემბოლო (57. ბურგშტალერი), უტი, კონოპლიანკა.
გაძევება: კონოპლიანკა (90. შალკე)

ჰანოვერი-დორტმუნდი 0:0

ბომბარდირები: 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი); 2 - ჟან-კევინ ოგუსტენი (ლაიპციგი), ანჯეი დუდა (ჰერტა), სებასტიენ ჰალერი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
14 სექტემბერი: დორტმუნდი-აინტრახტი
15 სექტემბერი: ბაიერნი-ლევერკუზენი, ფორტუნა-ჰოფენჰაიმი, მაინცი-აუგსბურგი, ლაიპციგი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-ჰერტა, გლადბახი-შალკე
16 სექტემბერი: ვერდერი-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-შტუტგარტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული