ბუნდესლიგა. III ტურის წინ: რეკორდმაისტერს ასპირინი ელოდება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი შეხვედრა "ალიანც არენაზე" გაიმართება.

ნიკო კოვაჩის "ბაიერნი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს "ლევერკუზენს". რა თქმა უნდა, კინგსლი კომანის გარეშე მოთამაშე "ბაიერნი" მაინც ფავორიტია, მაგრამ ეს ყველა გერმანულ გუნდთან თამაშში ასე ვერ არის.

მასპინძელთა შანსებს ზრდის ისიც, რომ თუ მატჩამდე არაფერი შეიცვალა, ბუნდესლიგის მთავარმა ფავორიტმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ითამაშოს. ჯანზე არიან არიენ რობენი და ფრანკ რიბერიც. ყველამ კარგად ვიცით, რა ძალას წარმოადგენს გუნდისთვის ეს ორი ფეხბურთელი.

"ასპირინები" უდანაკარგოდ ნამდვილად არაა. ამ გუნდის რიგებში, დიდი ალბათობით, არ იქნებიან იულიან
ბაუმგარტლინგერი და პანაიოტის რეცოსი. საეჭვოა ლარს ბენდერისა და ბრაზილიელი ვენდელის თამაშიც. ეს "ასპირინების" მდგომარეობას საგრძნობლად ამძიმებს.

თუ რომელიმე გუნდი მიმდინარე სეზონში კონკურენციას გაუწევს "ბაიერნს", ეს "დორტმუნდი" უნდა იყოს. ლუსიენ ფავრის გაწვრთნილებმა წინა ტურში გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს და ახლა მათი მიზანი "აინტრახტის" დამარცხებაა. ამ დროისთვის დორტმუნდელთა რიგებში სერიოზული დანაკლისი არ ჩანს. ფრანკფურტელებს კი რამდენიმე მოთამაშე უნდა დააკლდეთ. მათ შორისაა ანტე რებიჩი, ვინც ხორვატიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. მხოლოდ მცირე შანსია იმისა, რომ ის მინდორზე ვნახოთ.

საინტერესო მატჩი შედგება "ფოლკსვაგენ არენაზე". 2 ტურის შემდეგ "ჰერტა" და "ვოლფსბურგი" უდანაკარგონი არიან. რომელიმე მათგანი უსათუოდ წაიფორხილებს. ისე, თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ფრეის ალბათობაც არ არის დაბალი.

ფაქტები
  • "დორტმუნდსა" და "აინტრახტს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ბაიერნმა" ბოლო 3 თამაში მოუგო "ლევერკუზენს".
  • "ფორტუნა" და "ჰოფენჰაიმი" ისტორიაში მესამედ ხვდებიან ერთმანეთს.
  • "აუგსბურგმა" ბოლო 2 თამაშში აჯობა "მაინცს".
  • "ლაიპციგი" აქამდე ორჯერ შეხვდა "ჰანოვერს" და ორივე თამაში მოუგო.
  • "გლადბახისა" და "შალკეს" ბოლო 4 მატჩი, ყველა ტურნირის ჩათვლით, ფრედ დასრულდა.
  • "შტუტგარტმა" ბოლო ორ მატჩში დაჯაბნა "ფრაიბურგი".
  • "ვოლფსბურგსა" და "ჰერტას" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

ბუნდესლიგა. III ტური
პარასკევი, 14 სექტემბერი
დორტმუნდი-აინტრახტი 22:30

შაბათი, 15 სექტემბერი
ბაიერნი-ლევერკუზენი 17:30
ფორტუნა-ჰოფენჰაიმი 17:30
მაინცი-აუგსბურგი 17:30
ლაიპციგი-ჰანოვერი 17:30
ვოლფსბურგი-ჰერტა 17:30
გლადბახი-შალკე 20:30

კვირა, 16 სექტემბერი
ვერდერი-ნიურნბერგი 17:30
ფრაიბურგი-შტუტგარტი 20:00

ბომბარდირები: 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი); 2 - ჟან-კევინ ოგუსტენი (ლაიპციგი), ანჯეი დუდა (ჰერტა), სებასტიენ ჰალერი (აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ბუნდესლიგა
#
გუნდი
3
2
1
0
3
7
3
2
1
0
2
7
8
ფორტუნა
3
1
1
1
0
4
14
ნიურბერგი
3
0
2
1
-1
2
3
0
0
3
-4
0