არიენ რობენი: არ ვგრძნობ, რომ 34 წლის ვარ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის სამი მატჩიდან ორში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, სადაც ორი გოლის გატანაც მოახერხა.

მისი თქმით, ის ვერ გრძნობს, რომ 34 წლისაა.

"ვიცი, რომ რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით მეტი დროის გატარება მომიწევს სათადარიგოთა სკამზე. ეს ნორმალურია. არ ვიცი, ასე როდემდე იქნება, მაგრამ არ ვგრძნობ, რომ 34 წლის ვარ. იმედი მაქვს, ასე დიდხანს გაგრძელდება. მე თამაშით სიამოვნებას ისევ ვიღებ", - განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

არიენ რობენი "ბაიერნში" 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" გადაბარგდა და ამ დროის განმავლობაში ბუნდესლიგაში ჩატარებულ
192 მატჩში 97 გოლი გაიტანა.

altარიენ რობენი: შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მომატება გვმართებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული