Telegraph: "დორტმუნდი" კრისტიან პულისიჩის გაყიდვას ზაფხულში შეეცდება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" ამერიკელი შემტევის, კრისტიან პულისიჩის გაყიდვას გეგმავს, მისი მსურველები კი პსჟ, ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპული" არიან.

ახალგაზრდა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ამიტომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელობა აშშ-ის ნაკრების ლიდერის გასხვისებას 2019 წლის ზაფხულში აპირებს, სავარაუდო ფასად კი 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი სახელდება.

როგორც ინგლისური Telegraph-ი იუწყება, პსჟ 20 წლის შემტევზე იმ შემთხვევაში გადაერთვება, თუ კლუბი სეზონის ბოლოს ნეიმარს დაკარგავს, "ლივერპულის" დამრიგებელი იურგენ კლოპი კი პულისიჩის დიდი გულშემატკივარია და საკუთარ გუნდში მისი ხილვა დიდი ხანია სურს.

რაც შეეხება "ჩელსის", ლონდონურ კლუბს პულისიჩის გადაბირების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ იანვარში იმ სამ ფეხბურთელს გაასხვისებს, რომლებითაც "მილანია" დაინტერესებული.

კრისტიან პულისიჩმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"დორტმუნდი" კრისტიან პულისიჩის გაშვებას დათანხმდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული