ბენჟამინ პავარი: "შტუტგარტმა" მაშინ მიყიდა, როცა "ლილში" ძირითადის ფეხბურთელიც კი არ ვიყავი

AutoSharing Option
"შტუტგარტის" მცველმა ბენჟამინ პავარმა განაცხადა, რომ სხვა კლუბთან გარიგება არ აქვს.

ჭორების მიხედვით, მისით სერიოზულადაა დაინტერესებული მიუნხენის "ბაიერნი".

"არაფერს შევპირებივარ სხვა კლუბებს. არ გამოვრიცხავ, რომ გერმანიაში დავრჩე, მაგრამ ახლა "შტუტგარტზე" ვარ კონცენტრირებული. კლუბი რთულ სიტუაციაშია და მინდა მას დავეხმარო.

ზაფხულში მქონდა შემოთავაზებები. ეს დიადი კლუბები და სოლიდური კონტრაქტები იყო, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ აქ დარჩენა მსურდა. "შტუტგარტმა" მაშინ მიყიდა, როცა "ლილში" ძირითადის ფეხბურთელიც კი არ ვიყავი. აზრადაც არ მომსვლია ყველაფრის გარეშე კლუბის დატოვება, თითქოს ქურდი ვიყო.

გერმანია ძალიან მომწონს. გერმანული
მენტალიტეტი მაქვს და ამ ქვეყანას ძალიან ვაფასებ", - თქვა პავარმა.

"შტუტგარტი" 13 ტურის შემდეგ 11 ქულით ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე იმყოფება.

მომზადებულია Lequipe.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული