კინგსლი კომანმა ავტოავარიაში McLaren 720s-ი დაამტვრია

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა ავტოავარიაში თავისი ავტომობილი McLaren 720s-ი სერიოზულად დააზიანა.

TZ-ს ცნობით, ინციდენტი გერმანიაში ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მოხდა. 22 წლის ფეხბურთელმა სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა, შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კომანისთვის დახმარების აღმოჩენა არ დასჭირვებია. ავტომობილი კი სერიოზულად დაზიანდა.

პოლიციის ინფორმაციით, კინგსლი ფხიზელი იყო და გადაჭარბებული სიჩქარითაც არ მოძრაობდა. მიუხედავად ამისა, მას ავარიული სიტუაციის შექმნის გამო ჯარიმა გამოუწერეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული