"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა თვლის, რომ გერმანიის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტის "ბაიერნისთვის" წამყვანი ფეხბურთელების მიყიდვით ერთგვარი დონორის ფუნქციას ასრულებს და გადაწყვიტა ამას ბოლო მოუღოს.
"ბილდის" ცნობით, "დორტმუნდი" "ბაიერნს" ფეხბურთელებს აღარ მიყიდის.
მაგალითად, "რეკორდმაისტერს" უნდოდა 20 წლის ნახევარმცველის, კრისტიან პულიშიჩი შეეძინა, მაგრამ "დორტმუნდმა" "ჩელსის" მიყიდა.
"დორტმუნდი" ბუნდესლიგის ლიდერია და "ბაიერნს" 6 ქულით უსწრებს.