ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე 3:1 სძლია "ჰოფენჰაიმს".
ნიკო კოვაჩის გუნდმა ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ "დორტმუნდს" 3 ქულით ჩამორჩება, რომელიც დღეს სტუმრად "ლაიპციგს" დაუპირისპირდება.
"ჰოფენჰაიმმა" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომლის განმავლობაში ჯერ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, ხოლო შემდეგ 6 თამაში ფრედ დაასრულა.
იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით "ჰოფენჰაიმმა" მე-100 მატჩი ჩააატარა - ის მხოლოდ 31 წლისაა.
ზინსჰაიმი. "პრეზერო არენა". 30 150 მაყურებელი
ჰოფენჰაიმი - ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 გორეცკა (34), 0:2 გორეცკა (45+1), 1:2 შულცი (59), 1:3 ლევანდოვსკი (87)