ბუნდესლიგა. XVIII ტური: სტუმრების ტური [VIDEO]

AutoSharing Option
თითქმის ერთთვიანი ზამთრის პაუზის შემდეგ ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა.

მეორე წრე მოქმედმა ჩემპიონმა "ბაიერნმა" გახსნა, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს "დორტმუნდთან" ექვსქულიანი ჩამორჩენით შეხვდა.

სტუმრად "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ, მიუნხენელები პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ლეონ გორეტცკას ორ გოლში გამოიხატა - "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი გერმანიის ჩემპიონატის მატჩში.

მეორე ტაიმი "ჰოფენჰაიმის" შეტევებით დაიწყო და მანუელ ნოიერმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, მაგრამ 59-ე წუთზე ნიკო შულცის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, მასპინძლებმა უფრო მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, მატჩის მიწურულს კი რობერტ ლევანდოვსკისგანაც
მიიღეს ერთი ბურთი და "ბაიერნმა" 3:1 გაიმარჯვა.


ეს ჩემპიონის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო ბუნდესლიგაში. "ბაიერნმა" სხვაობა "დორტმუნდთან" სამ ქულამდე შეამცირა, თუმცა მხოლოდ სამი საათით.

მიუხედავად იმისა, რომ "ლაიპციგს" საშინაო გუნდის რეპუტაცია აქვს და "დორტმუნდთან" მატჩამდე შინ წაგება არ ჰქონდა, ლიდერმა შეძლო მოგება. ყველაფერი აქსელ ვიტცელის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ბელგიელი შორეულ ძელთან ჩაუსაფრდა კუთხურიდან ჩაწოდებულს და ანგარიში გახსნა.

მასპინძლებმა უფრო მეტი მომენტი შექმნეს, მაგრამ არ უმართლებდათ: შესანიშნავად თამაშობდა მეკარე ბიურკი. გარდა ამისა, მოედანზე არ ჩანდა "ლაიპციგის" მთავარი სნაიპერი ვერნერი.
საინტერესოა, რომ "დორტმუნდმა" 18 ტურში 46 ქულა დააგროვა - ერთით მეტი, ვიდრე მთლიანად გასულ სეზონში.


ფაქტები
  • "ბაიერნმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო.
  • "ჰოფენჰაიმი" შვიდი მატჩია ვერ იგებს.
  • შეწყდა "ჰოფენჰაიმის" ექვსმატჩიანი ფრეების სერია.
  • გორეტცკამ კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი ბუნდესლიგის მატჩში.
  • "ჰოფენჰაიმის" დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც 100 მატჩი დაუგროვდა.
  • ხავი მარტინესმა მე-100 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში. ამისთვის მას "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ნაკლები მატჩი დასჭირდა - 120. წინა რეკორდი არიენ რობენს ჰქონდა - 126.
  • "მაინცმა" ზედიზედ მესამედ მოუგო "შტუტგარტს".
  • "აინტრახტის" სამივე შემტევმა - იოვიჩმა, რებიჩმა და ჰალერმა გაიტანეს გოლები, რაც პირველად მოხდა ამ ტრიოს შემთხვევაში.
  • ნილს პეტერსენმა 38-ე გოლი გაიტანა "ფრაიბურგის" შემადგენლობაში და ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
  • ჰალერი რვა შედეგიანი პასით ჩემპიონატის ლიდერია.
  • სებასტიან როდემ პირველი მატჩი ჩაატარა 2017 წლის აგვისტოს შემდეგ.
  • "აუგსბურგი" ცხრა ტურია ვერ იგებს. გუნდს ასეთი სერია ბუნდესლიგაში არასოდეს ჰქონია.
  • "აუგსბურგს" შინ ექვსი მატჩია არ მოუგია.
  • "ფორტუნამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
  • "ჰანოვერი" შვიდი ტურია ვერ იგებს.
  • "ჰანოვერმა" შინ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და ვერც ერთში გოლი ვერ გაიტანა.
  • "ვერდერს" წელს არ წაუგია არც ერთი შეხვედრა, როცა დაწინაურებული იყო - +7=1.
  • "შტუტგარტმა" ზედიზედ მესამედ წააგო.
  • შეწყდა "ლაიპციგის" ათმატჩიანი წაუგებელი სერია შინ.
  • "ნიურნბერგს" 12 მატჩია არ მოუგია.
  • "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
  • "ნიურნბერგი" შინ შვიდი მატჩია ვერ იგებს.
  • "ჰერტამ" 2003 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ნიურნბერგს".
  • მე-18 ტურში შვიდმა სტუმარმა მოიგო, რაც ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა.

ბუნდესლიგა. XVIII ტური
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 გორეტცკა (34), 0:2 გორეტცკა (45+1), 1:2 შულცი (59), 1:3 ლევანდოვსკი (87)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი (56. გრილიტში), ჰიუბნერი - კადერჟაბეკი, ბიტენკურტი, დემირბაი (56. გაიგერი), შულცი - ბელფოდილი, ჟოელინტონი (78. შალაი), კრამარიჩი.
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - გორეტცკა, ტიაგო ალკანტარა (78. ხამეს როდრიგესი), ხავი მარტინესი (90. ბოატენგი) - მიულერი, კომანი (73. გნაბრი) - ლევანდოვსკი.

ლევერკუზენი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 პლეა (38)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ჰაფერცი, არანგისი, ბრანდტი - ბელარაბი, ფოლანდი, ბეილი (69. ალარიო).
გლადბახი: ზომერი - ლანგი, ელვედი, გინტერი, ვენდტი - ზაკარია (81. კრამერი), შტრობლი, ჰოფმანი (89. ნოიჰაუსი) - ტ. აზარი, შტინდლი, პლეა (71. ჰერმანი).

შტუტგარტი-მაინცი 2:3
გოლები: 0:1 ასკასიბარი (22-საკ. კარში), 0:2 მატეტა (28), 0:3 ჰაკი (72), 1:3 გონსალესი (83), 2:3 კემპფი (85)

აინტრახტი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 ჰალერი (36), 2:0 რებიჩი (40), 3:0 იოვიჩი (45), 3:1 პეტერსენი (69)

აუგსბურგი-ფორტუნა 1:2
გოლები: 0:1 დუკში (45), 1:1 შმიდი (64), 1:2 რამანი (89)

ჰანოვერი-ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 რაშიკა (33)

ლაიპციგი-დორტმუნდი 0:1
გოლი: 0:1 ვიტცელი (19)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ლემერი (88. ოგუსტენი), დემე (81. კუნია), კამპლი - ზაბიტცერი, პოულსენი, ვერნერი.
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (88. ვოლფი), ფილიპი (79. პაკო ალკასერი), რაფაელ გერეირო (76. პულიშიჩი) - გიოტცე.

ნიურნბერგი-ჰერტა 1:3
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (15), 1:1 ბერენსი (42), 1:2 დუდა (50), 1:3 დუდა (70)

შალკე-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 1:0 კალიჯური (8-პენ), 1:1 რექსჰბეკაი (20), 2:1 კალიჯური (78)
შალკე: ნიუბელი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ოშჩიპკა - სტამბული, რუდი - შიოპფი, მაკკენი (90+2. სერდარი), სკრჟიბსკი (90+3. ქუთუჩუ) - უტი (90. რაითი).

ბომბარდირები: 13 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ალასან პლეა (გლადბახი)

მომდევნო ტური
25 იანვარი: ჰერტა-შალკე
26 იანვარი: დორტმუნდი-ჰანოვერი, გლადბახი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, მაინცი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი, ვერდერი-აინტრახტი
27 იანვარი: ბაიერნი-შტუტგარტი, ფორტუნა-ლაიპციგი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული