"დორტმუნდმა" ისევ მოიგო და 19 ტურის შემდეგ პირველად დააგროვა 48 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 იანვარს, ბუნდესლიგის მე-19 ტურში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "ჰანოვერი" 5:1 გაანადგურა.

"დორტმუნდმა" ისტორიაში 19 ტურის შემდეგ პირველად დააგროვა 48 ქულა.

"დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა უკანასკნელ 19 მატჩში გაიტანა გოლი.

მარკო როისმა და მარიო გიოტცემ 6 წლის შემდეგ ერთ მატჩში ერთად გაიტანეს გოლები.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ჰანოვერი 5:1
გოლები: 1:0 ჰაკიმი (24), 2:0 როისი (60), 3:0 გიოტცე (62), 4:0 გერერო (67), 4:1 ბაკალორზი (86), 5:1 ვიტსელი (90)

"დორტმუნდი" 48 ქულით პირველ ადგილზეა და 2 თებერვალს
ფრანკფურტში "აინტრახტს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული