ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: აბა, ვის უნდა ასპირინი?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგ ტურში ორი მთავარი მატჩია. უფრო ტრადიციული მეტოქეების შერკინებით დავიწყოთ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ბაიერნი" ძველი მოქიშპის, "ლევერკუზენის" ძლევას. თამაში ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო უნდა გამოვიდეს. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს მისდევს.

"ბაიერნს" დიდად არ ანაღვლებს სანდრო ვაგნერის არყოფნა, ვინც კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

"რეკორდმაისტერი" ბოლო დროს თამაშისა და ქულების დაგროვების იშტაზე მოვიდა. თითქოს შიდაკონფლიქტებიც ჩაწყნარდა. ახლა უკან დახევის დრო არ არის, რადგან "დორტმუნდი" პირველობისკენ ძალუმად მიილტვის.

"ბაიერნი" ხვდება, რომ სეზონის გადამწყვეტი ჟამი დგება და უმატებს. სულ სხვანაირი, გაცილებით მოტივირებულია რობერტ ლევანდოვსკი.
პოლონელი სუპერფორვარდი დაჭრილი მხეცივითაა. ასეთი მხეცი კი ყოველთვის საშიშია.

თავის მხრივ, "დორტმუნდსაც" მძიმე შეხვედრა აქვს "აინტრახტთან". ლუსიენ ფავრმა მართლაც რომ შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ლაღ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ცალკე თემაა ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც თვალსა და ხელ შუა პროგრესირებენ.

ძალიან საინტერესო უნდა იყოს "შალკესა" და "გლადბახის" მატჩი. ორივე ეს გუნდი ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა არასტაბილურობა ახასიათებთ.

ასევე დიდი სიმჭიდროვეა ცხრილის შუა და ქვედა ნაწილში. ჩემპიონატი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის და არც ერთი გუნდი უკვე აღარ დაზოგავს თავს, რათა სასურველ შედეგებს მიაღწიოს.

ფაქტები
  • "ლაიპციგმა" ზედიზედ 3 მატჩი მოუგო "ჰანოვერს".
  • "ბაიერნმა" უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში სძლია "ლევერკუზენს".
  • "დორტმუნდმა" ბოლო 2 შეხვედრაში დაამარცხა "აინტრახტი".
  • "ჰერტასა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 3 შეხვედრა ფრედ მორჩა.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ფორტუნას" ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "შალკესა" და "გლადბახის" ბოლო სამ მატჩში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XX ტური
პარასკევი, 1-ელი თებერვალი
ჰანოვერი-ლაიპციგი 23:30

შაბათი, 2 თებერვალი
ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 18:30
ლევერკუზენი-ბაიერნი 18:30
აინტრახტი-დორტმუნდი 18:30
ჰერტა-ვოლფსბურგი 18:30
ნიურნბერგი-ვერდერი 18:30
შალკე-გლადბახი 21:30

კვირა, 3 თებერვალი
აუგსბურგი-მაინცი 18:30
შტუტგარტი-ფრაიბურგი 21:00

ბომბარდირები: 13 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 12 - მარკო როისი (დორტმუნდი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული