"დორტმუნდმა" "აინტრახტს" ვერ მოუგო, მაგრამ ლიდერობა მაინც განიმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს, ბუნდესლიგის მე-20 ტურში აინტრახტისა" და "დორტმუნდის" მატჩი 1:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდმა" გამარჯვების მოპოვება ვერ შესძლო, მაინც განიმტკიცა ლიდერობა, რადგან მეორე ადგილზე მყოფი "ბაიერნი" "ბაიერთან" 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 14 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირი იოვიჩია, მასზე ერთი გოლით ნაკლები კი როისმა გაიტანა - ორივემ დღევანდელ მატჩში გამოიჩინა თავი.

"დორტმუნდი" 49 ქულით პირველ ადგილზეა, "ბაიერნს" 7 ქულით უსწრებს და 9 თებერვალს "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს.

ფრანკფურტი. "კომერცბანკ-არენა". 51 500 მაყურებელი
აინტრახტი - დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (22), 1:1 იოვიჩი (36)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული