5 თებერვალს, "ვერდერმა" პენალტების სერიაში "დორტმუნდს" სძლია და გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს, პენალტების სერიაში კი ბრემენელებმა იმარჯვეს და ბუნდესლიგის ლიდერი მისსავე მოედანზე დაამარცხეს.
"დორტმუნდის" ნახევარმცველმა მარკო როისმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ვერდერი 3:3(პენ. 2:4)
გოლები: 0:1 რაშიცა (5), 1:1 როისი (45+3), 2:1 პულიშიჩი (105), 2:2 პისარო (108), 3:2 ჰაკიმი (113), 3:3 ჰარნიკი (119)