"დორტმუნდი" ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა და "ბაიერნს" დაწევის შანსი მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 მარტს, ბუნდესლიგის 24-ე ტურში ლიდერი "დორტმუნდი" მოულოდნელად სტუმრად 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "აუგსბურგთან".

დუბლი კორეელმა თავდამსხმელმა ჯი დონგ-ვონმა შეასრულა, რომელსაც გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატზე აქამდე 9 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. ერთადერთი საპასუხო გოლი მარკო როისის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა პაკო ალკასერმა გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 2015/2016 წლების სეზონში "ვალენსიაში" დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა.

დღეს "ბაიერნი" სტუმრად "გლადბახს" შეხვდება და თუ მოიგო, "დორტმუნდს დაეწევა.

აუგსბურგი. "WWK არენა". 30 660 მაყურებელი
აუგსბურგი - დორტმუნდი 1:2
გოლები: 1:0 ჯი დონგ-ვონი
(24), 2:0 ჯი დონგ-ვონი (67), 2:1 ალკასერი (81)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული