"ბაიერნის" თავდამსხმელმა ტომას მიულერმა ტვიტერით კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში აღარ იხმობს.
"ახლა მე, ჰუმელსი და ბოატენგი ჩვენს მეუღლეებს მეტ ყურადღებას დავუთმობთ. სრულად კონცენტრირებულნი მხოლოდ კლუბზე ვიქნებით. სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს.
"ბაიერნი" კვლავაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და მიმზიდველ საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული.
ყოველ მატჩში თავი უნდა გამოვიჩინოთ. არავინ იცის, რა მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ".