ბუნდესლიგა. XXVII ტურის წინ: ორი 60 სათავეში

AutoSharing Option
ორი 60 ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში - სწორედ ამდენი ქულა აქვთ "დორტმუნდსა" და "ბაიერნს". ბოლო დროს საშინაო ასპარეზზე "რეკორდმაისტერი" თითქმის შეუჩერებელია, მაგრამ უკანასკნელ ძალებმოკრებილი "დორტმუნდი" ყველანაირად ცდილობს, მთავარ მეტოქეს არ ჩამორჩეს.

"დორტმუნდი" მომავალ ტურში "ვოლფსბურგს" უმასპინძლებს და, რა თქმა უნდა, მიზნად მხოლოდ 3 ქულას დაისახავს. თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან "მგლებმა" ძალიან კარგად იციან, უნდა განახორციელონ მწვავე "ჩხვლეტები".

ამ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა "დორტმუნდის" რამდენიმე ფეხბურთელის მინდორზე გასვლა, მაგრამ კლუბის სამედიცინო შტაბს იმედი აქვს, რომ ისინი თამაშის დაწყებამდე
ფეხზე დადგომას მოახერხებენ. რაც შეეხება "ვოლფსბურგს", ამ გუნდსაც არაერთი მოთამაშე ჰყავს დაშავებული.

"ბაიერნი" გადის ფრაიბურგში და უსათუოდ უნდა მოიგოს. არც ეს არის იოლი ამოცანა. როგორც ყოველთვის, "ფრაიბურგს" არც ამჯერად ჰყავს გამორჩეული ვარსკვლავები, მაგრამ ფონს გუნდური თამაშით გადის ხოლმე და ძლიერი გუნდების გამწარებაც შეუძლია.

ფავორიტი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. დაშავებულები არიან მხოლოდ არიენ რობენი და კორენტენ ტოლისო. ბოლო დროს "ბაიერნი" თანდათან ეჩვევა ლიდერების გარეშე თამაშს. შესანიშნავ ფორმაშია სერჟ გნაბრი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მან ულამაზესი გოლი გაუტანა ჰოლანდიას.

ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა იცის, რომ ახლა ქულების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასე რომ, ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგა ბევრ საინტერესოს გვპირდება. ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის საგზურების მაძიებელთა ჯახი.

ფაქტები
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" უკანასკნელ 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ფრაიბურგისა" და "ბაიერნის" ბოლო შეხვედრა ფრედ მორჩა.
  • "აუგსბურგი" ზედიზედ 2 მატჩია, ვერ უგებს "ნიურნბერგს".
  • "მაინცმა" ბოლო ურთიერთდაპირისპირება მოუგო "ვერდერს".
  • "ლაიპციგმა" მიჯრით 2 შეხვედრა მოუგო "ჰერტას".
  • "ჰანოვერისა" და "შალკეს" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "აინტრახტისა" და "შტუტგარტის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. XXVII ტური
პარასკევი, 29 მარტი
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი, 30 მარტი
ვერდერი-მაინცი 18:30
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 18:30
ფორტუნა-გლადბახი 18:30
ფრაიბურგი-ბაიერნი 18:30
ნიურნბერგი-აუგსბურგი 18:30
ლაიპციგი-ჰერტა 21:30

კვირა, 31 მარტი
ჰანოვერი-შალკე 17:30
აინტრახტი-შტუტგარტი 20:00

ბომბარდირები: 18 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - იოვიჩი (აინტრახტი), როისი (დორტმუნდი); 14 - პ. ალკასერი (დორტმუნდი), ჰალერი (აინტრახტი); 13 - კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული