Footmercato- ცნობით, "ბაიერნი" სერიოზულად განიხილავს მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას.
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით და მწვრთნელის ნიკო კოვაჩის ზაფხულში გადაყენებას გეგმავს.
ამას გარდა, "ბაიერნი" მომავალი სეზონისთვის გაძლიერდება და ამისათვის ფულსაც არ დაზოგავს: 80 მილიონად უკვე შეიძინეს "ატლეტიკოს" მცველი ლიუკა ერნანდესი და "ბაიერის" 19 წლის ნახევარმცველის კაი ჰავერცის ტრანსფერზეც მუშაობენ, რომელსაც "ფარმაცევტები" 100 მილიონად აფასებენ.
მოურინიო 2018 წლის დეკემბერში "მანჩესტერიდან" დათხოვნის შემდეგ უქმადაა და თქვა, რომ დიდხანს უმუშევრად ყოფნას არ აპირებს, ოღონდ არც სამშობლოში დაბრუნდება და არც რომელიმე
ნაკრებს არ ჩაიბარებს.