"ბაიერნი" "ვერდერს" ეთამაშება. ბრემენულმა კლუბმა მიმდინარე ჩემპიონატში რამდენიმე კარგი მატჩი კი ჩაატარა, მაგრამ სტატისტიკა "მუსიკოსებისთვის", რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო ვერ არის - "ბაიერნი" სადაც იჭერს "ვერდერს", იქ უგებს. უკანასკნელად, "ვერდერმა" ბუნდესლიგაში 2010 წელს შეძლო "რეკორდმაისტერისთვის" ქულის ართმევა.
რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში უპირობო ფავორიტი "ბაიერნია". მიუნხენელების უპირატესობა თუნდაც უდიდეს მოტივაციაშია, მათ იციან, რომ ჩემპიონობის ბედი მათსავე ხელშია და ამ შანსის გაშვება არ შეიძლება.
წინასწარი ინფორმაციით, "ბაიერნმა" ამ შეხვედრაში ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ითამაშოს, თუ არ ჩათვლით მანუელ ნოიერის ტრავმას. "ვერდერს" კი
გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში.
"დორტმუნდს" რთული გასვლა აქვს "ფრაიბურგთან". ბოლო დროს ლუსიენ ფავრის გუნდს უჭირს. ეს ბუნებრივიცაა. გუნდმა დიდი შოკი მიიღო მიუნხენში განადგურების (0:5) შემდეგ. ამ შოკიდან სრულფასოვნად გამოსვლას კი გარკვეული დრო სჭირდება.
რაც მთავარია, თავად დორტმუნდელები რიხით არიან, აცხადებენ, რომ ისევ სჯერათ ჩემპიონობის. ეგაა, "დორტმუნდი" საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული და "ბაიერნის" წაფორხილებას ელის. რამდენად დიდია ამის შანსი, თავად განსაჯეთ.
ფაქტები
- "შტუტგარტმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "აუგსბურგს".
- "ლევერკუზენისა" და "ნიურნბერგის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "ბაიერნმა" ბოლო 15 დაპირისპირებაში აჯობა "ვერდერს".
- "მაინცისა" და "ფორტუნას" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "ლაიპციგმა" უკანასკნელ 2 დაპირისპირებაში სძლია "გლადბახს".
- "შალკესა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "დორტმუნდმა" ბოლო თამაში 2:0 მოუგო "ფრაიბურგს".
ბუნდესლიგა. XXX ტური
შაბათი, 20 აპრილი
ბაიერნი-ვერდერი 17:30
ლევერკუზენი-ნიურნბერგი 17:30
აუგსბურგი-შტუტგარტი 17:30
მაინცი-ფორტუნა 17:30
გლადბახი-ლაიპციგი 17:30
შალკე-ჰოფენჰაიმი20:30
კვირა, 21 აპრილი
ფრაიბურგი-დორტმუნდი 17:30ჰერტა-ჰანოვერი 20:30
ორშაბათი, 22 აპრილი
ვოლფსბურგი-აინტრახტი 22:30ბომბარდირები: 21 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - იოვიჩი (აინტრახტი); 16 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), როისი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი); 14 - ჰალერი (აინტრახტი), ვერნერი (ლაიპციგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"