28 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ბაიერნმა" ბავარიულ დერბიში ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "ნიურნბერგის" დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.
დამარცხება კი არა, 75-ე წუთამდე "რეკორდმაისტერი" აგებდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში ბურთი ხელზე მიუნხენელთა 18 წლის ნახევარმცველ დევისს მოხვდა, პენალტი დაინიშნა, მაგრამ ლიაბოლდმა ბურთი ძელს გაარტყა.
ცნობისათვის, აქამდე უკანასკნელად "ნიურნბერგმა" "ბაიერნს" გოლი 2012 წელს გაუტანა.
"არადა, გუშინ, 27 აპრილს "დორტმუნდის" დამარცხების შემდეგ მიუნხენურ გუნდს 4 ქულით გაქცევის საშუალება ჰქონდა.
"ბაიერნის" ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ ბუნდესლიგის ზედიზედ სამ სეზონში 10+ გოლი სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაიტანა.
ნიურნბერგი. "მაქს-მარლოცკი". 50 000 მაყურებელი
ნიურნბერგი - ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 პერეირა (50), 1:1 გნაბრი (75)
გამოუყენებელი პენალტი: ლიაბოლდი (90+1)