როგორც გამოცემა TZ-ი იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე "აიაქსის" დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის მუშაობით მოხიბლულია.
როგორც ჩანს, ჰოლანდიელი ნიკო კოვაჩის სავარაუდო შემცვლელების სიაშია.
ტენ ჰაგისთვის "ბაიერნი" უცხო არ არის, ის 2013-15 წლებში მიუნხენური კლუბის მეორე გუნდში მუშაობდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც "რეკორდმაისტერს" პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.
ერიკ ტენ ჰაგი: ლომებივით ვიბრძოლეთ - ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით