"ბაიერნმა" "ლაიპციგს" ვერ მოუგო და ბოლო ტურის წინ "დორტმუნდს" 2 ქულით უსწრებს [VIDEO]

AutoSharing Option
11 მაისს, ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში "ბაიერნს" შეეძლო ვადამდე გამხდარიყო ჩემპიონი, მაგრამ გასვლაზე ფრეს დასჯერდა "ლაიპციგთან", "დორტმუნდმა" კი სახლში 3:2 სძლია "ფორტუნას".

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 2 ქულით უსწრებს.

უკანასკნელი ტური 18 მაისს ჩატარდება - "დორტმუნდი" სტუმრად "გლადბახს" შეხვდება, "ბაიერნი" კი "აინტრახტს" უმასპინძლებს.

ლაიპციგი. "რედ ბული". 41 939 მაყურებელი
ლაიპციგი - ბაიერნი 0:0

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ფორტუნა 3:2
გოლები: 1:0 პულიშიჩი (41), 1:1 ფინკი (47), 2:1 დელანი (53), 3:1 გიოტცე (90+2), 3:2 კოვნაცკი (90+5)
გაძევება: ბოდზეკი (82, ფორტუნა)
გამოუყენებელი
პენალტი: ლუკებაკიო (59, ფორტუნა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული