გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩებში ბელორუსისა და ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.
იოახიმ ლიოვისა და მისი შტაბის მიერ შედგენილ სიაში "ბარსელონას" მეკარისა და "რეალის" ნახევარმცველისთვის ადგილი ვერ მოიძებნა, ანდრე ტერ შტეგენი და ტონი კროოსი ნაკრებს მიღმა აღმოჩნდნენ.
გერმანელთა შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ბერნდ ლენო ("არსენალი"), მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), კევინ ტრაპი ("აინტრახტი")
მცველები: მატიას გინტერი ("გლადბახი"), მარცელ ჰასტერბერგი, ლუკას კლოსტერმანი (ორივე "ლაიპციგი"), იონას ჰექტორი ("კიოლნი"), ტილო კერერი ("პსჟ"), ნიკო შულცი (დორტმუნდის "ბორუსია"), ნიკლას
შტარკი ("ჰერტა"), ნიკლას ზულე ("ბაიერნი"), ჟონათან ტა ("ლევერკუზენი")
ნახევარმცველები: კაი ჰავერცი, იულიან ბრანდტი (ორივე "ლევერკუზენი"), ლეონ გორეცკა, ჯოშუა კიმიხი (ორივე "ბაიერნი"), ილქაი გიუნდოგანი, ლეროი სანე (ორივე "სიტი")
თავდამსხმელები: იულიან დრაკსლერი ("პსჟ"), სერჟ გნაბრი ("ბაიერნი"), მარკო როისი (დორტმუნდის "ბორუსია"), ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი")
გერმანიის ეროვნული გუნდი პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს ბელორუსში 7 ივნისს, ხოლო 11 ივნისს ესტონეთს უმასპინძლებს.