
გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდელებს აღნიშნული ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.
მატს ჰუმელსი "ბაიერნში" 2016 წელს სწორედ "ბორუსიადან" გადავიდა.
გასულ სეზონში გერმანელი მცველის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "დორტმუნდი" განსაკუთრებით აქტიურია. ეს "ბორუსიას" რიგით მეოთხე შენაძენია თორგან აზარის, ნიკო შულცისა და ჯულიან ბრანდტის შემდეგ.
ჯამში გერმანულმა გრანდმა უკვე 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.