მიუნხენის "ბაიერნმა" ახალი ზელანდიიდან ინდოელი ფეხბურთელი იყიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" მალე "ველინგტონ ფენიქსიდან" ნახევარმცველის სარპრიტ სინგხას დამატების შესახებ გამოაცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald ავრცელებს. 20 წლის ფეხბურთელი ახალი ზელანდიის ნაკრების წევრია და მიუნხენურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მინიმუმ ერთ სეზონში მესამე ბუნდესლიგაში გაატარებს, სადაც გერმანული კლუბის სარეზერვო გუნდი "ბაიერნი 2" გამოდის.

ახალზელანდიელის, რომელსაც ინდური ფესვები აქვს, ტრანსფერის თანხა 1 მლნ ევრო შეადგინა. "ველინგტონის" გენერალურმა დირექტორმა დევიდ დომმა ტრანსფერი დაადასტურა.

"სარპრიტის გამ ბედნიერები ვართ. ის განვითარების შანსს მიიღებს. გვესმის, რომ ჩვენი ლიგა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის საბოლოო
წერტილი არაა და ისინი ლიგას ტრამპლინად გამოიყენებენ", - თქვა დომმა.

სარპრიტმა "ველინგტონის" მაისურით 2018/19 წლების სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altლეროი სანემ "ბაიერნში" გადასვლაზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ გუნდს მგონი აღარაფრის ამბიცია აქვს მომდევნო სეზონში.
ნიკა
03 ივლისი 2019 09:34
0
ვაი ამათ პატრონს (ბავარიას ვგულისხმობ)
Fani
29 ივნისი 2019 16:20
1
აი ბედი მაქო ამან უნდა ტქვას
vazha
29 ივნისი 2019 14:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული