მიუნხენის "ბაიერნს" "ინტერის" ფეხბურთელის გადაბირება სურს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ხორვატი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოხვდა.

მას შემდეგ, რაც "რეკორდმაისტერს" ლეროი სანეს ტრანსფერი არ გამოუვიდა, ამ პოზიციაზე ხორვატ შემტევს განიხილავს.

"სქაი სპორტსის" ინფორმაციით, მიუნხენელებს პერიშიჩი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით სურთ.

ხორვატიის ნაკრების მოთამაშისთვის გერმანია უცხო არ არის, ის "ინტერში" გადასვლამდე "დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" ღირსებას იცავდა.

30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე "ნერაძურის" რიგებში ჩატარებულ 163 შეხვედრა, 40 გოლი და 37 საგოლე პასია.

alt"ბაიერნმა" ლუკა ერნანდესის სადებიუტო მატჩში 23:0 გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული