
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნს" "ბარსელონას" ნახევარმცველის, კოუტინიოს იჯარით აყვანა სურს და თანაც, უფასოდ.
გასულ სეზონში კოუტინიომ ყველა ტურნირზე 54 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, "ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 90 მილიონი ევროა.
"ბარსელონა" კოუტინიოს პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას ცდილობს.
გამოცემის მტკიცებით, "რეკორდმაისტერი" "ბარსელონას" ფორვარდის, უსმან დემბელეს სამსახურითაცაა დაინტერესებული.