"ბილდის" ცნობით, სულ მალე ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება.
პერიშიჩმა "ბაიერნში" გადასვლის წინ მიუნხენში მედშემოწმება გაიარა.
"რეკორდმაისტერს" 30 წლის ფეხბურთელის ერთსეზონიანი იჯარით აყვანა 5 მილიონი ევრო დაუჯდება და გაისად მისი კონტრაქტის 20 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
პერიშიჩმა, 2015 წლიდან მოყოლებული, "ინტერში" 163 მატჩში 40 გოლი და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი სატრანსფერო ფასი კი 30 მილიონია.
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ პერიშიჩი სულაც არაა ხანდაზმული, შტეფან ეფენბერგიც მათ გუნდში ამ ასაკში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.