
ივან პერიშიჩი მილანის "ინტერიდან" ოფიციალურად მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.
გერმანულმა კლუბმა 30 წლის ხორვატი ნახევარმცველი გამოსყიდვის უფლებით 2020 წლამდე იჯარით აიყვანა, - იუწყება "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელები წლიური იჯარის სანაცვლოდ "ინტერს" 5 მლნ ევროს გადაუხდიდნენ.
ერთი წლის შემდეგ კი "ბაიერნს" ფეხბურთელის გამოსყიდვა 20 მლნ ევროდ შეეძლება.
გასულ სეზონში პერიშიჩმა "ინტერის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.