"გლადბახის" ნახევარმცველი მიკაელ კიუიზანსი ახლო მომავალში მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება.
"ბაიერნმა" ოფიციალურ საიტზე 20 წლის ფრანგის ტრანსფერი დააანონსა, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პერსპექტიული ნახევარმცველის სანაცვლოდ მიუნხენელები 10 მლნ ევროს გადაიხდიან.
კიუიზანსი "გლადბახში" 2017 წლიდან გამოდიოდა.