ოფიციალურად: ფილიპე კოუტინიო "ბაიერნის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

1-წლიანი იჯარის განმავლობაში "ბაიერნი" "ბარსელონას" 8.5 მილიონ ევროს გადაუხდის და პლუს, კოუტინიოს ხელფასიც გერმანელების ხარჯი იქნება. ასევე, მომდევნო წელს გერმანულ გრანდს კოუტინიოს გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლება.

"ჩემთვის ეს ტრანსფერი ნიშნავს ახალ გამოწვევას ახალ ქვეყანაში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ერთად. მოუთმენლად ველოდები ყველაფერს. "ბაიერნის" მსგავსად, მეც დიდი ამბიციები მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მიღწევა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შემიძლია", - უთხრა
კოუტინიომ "ბაიერნის" ვებგვერდს.

27 წლის ფეხბურთელი 2018 წლის დასაწყისში "ლივერპულიდან" "ბარსაში" 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გასული სეზონი ძალიან სუსტად ჩაატარა და ლა ლიგის 34 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აჰა ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი მდევარი კალიასავით დახტის ერთი და მეორეში. რაო მოგწყინდა მესის უკანალის ყურება?! როგორც დაგემართა ლივერპულთან ამ გაზაფხულს, ისეთი ბედი გელის მომავალ გაზაფხულ თუ წითლები შეგხვდნენ!
ynwa
16:46 19-08-2019
3

სიახლეები პოპულარული