გამოცდილი შვეიცარიელი მცველი შტეფან ლიხტშტაინერი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
"აუგსბურგმა" 35 წლის ლიხტშტაინერს ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ლიხტშტაინერმა ორიოდე თვის წინ დატოვა "არსენალი" და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
ის ადრე "გრასჰოპერში", "ლილში", "ლაციოსა" და "იუვენტუსში" ასპარეზობდა, შვეიცარიის ნაკრებში კი 105 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
შტეფან ლიხტშტაინერმა "არსენალი" დატოვა
სტეფან ლიხტშტაინერი: ქართველები შემტევი, ამტანი და ძლიერი ფეხბურთელები არიან