
"ფიორენტინამ" ფრანკ რიბერისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.
გარიგების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 36 წლის ფრანგი იტალიურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა და წელიწადში ხელფასის სახით 4 მლნ ევროს და ბონუსებს აიღებდა.
2007-დან 2019 წლამდე რიბერი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. ამ ხნის განმავლობაში რიბერიმ 425 შეხვედრაში 124 გოლი გაიტანა და 182 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რიბერიმ "ბაიერნი" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.