"სპორტინგის" ფორვარდი ბას დოსტი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.
ჰოლანდიელმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" გააფორმა კონტრაქტი. 30 წლის ფეხბურთელსა და გერმანულ კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.
აღსანიშნავია, რომ დოსტმა პორტუგალიის ჩემპიონატში გატარებულ ბოლო 3 სეზონში 76 გოლი გაიტანა.
მომზადებულია eintracht.de-ს მიხედვით