ეპოქა სრულდება - "ბაიერნის" პრეზიდენტის პოსტს კლუბის ლეგენდა ტოვებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" კლუბის ლეგენდა ული ჰიონესი ტოვებს, რომელიც კლუბის პრეზიდენტი 2009 წლიდან იყო. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალური "ტვიტერის" გვერდზე გავრცელდა.

ული ჰიონესი "ბაიერნში" როგორც ფეხბურთელი 1970 წელს მივიდა და 9 წელი ითამაშა.

გერმანული გრანდის რიგებში მოთამაშე შემტევმა ბუნდესლიგაში 239 შეხვედრა ჩაატარა და 86 გოლი გაიტანა. 1979 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ ჰიონესმა კლუბის სისტემაში დაიწყო მუშაობა და ფინანსური/გენერალური მენეჯერი გახდა. 2009 წლამდე სწორედ ამ პოსტს იკავევბდა, 2009 წელს კი კლუბის პრეზიდენტი გახდა. 2014-2016 წლებში ლანდსბერგის ციხეში მოუწია ყოფნა გადასახადების დამალვის გამო,
თუმცა "ბაიერნის" პრეზიდენტის სკამი მაინც შეინარჩუნა.

ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ნოემბერში გასამართ არჩევნებში ული ჰიონესი მონაწილეობას არ მიიღებს და "ბაიერნის" მომავალი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი გახდება, რომელიც კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

27 წლის ასაკში მისული ული ჰიონესი მიუნხენის "ბაიერნის" უმაღლესი მმართველობითი სისტემიდან 67 წლის ასაკში მიდის, თუმცა 2023 წლამდე ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იქნება.