"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბილდის" ცნობით, "დორტმუნდის", "რეალის", "შალკესა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი კრისტოფ მეტცელდერი საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი.

ჰამბურგის პოლიცია იძიებს ქალის ბრალდებას, რომელმაც 38 წლის მეტცელდერის მიერ WhatsApp-ის საშუალებით გაგზავნილი მინიმუმ 15 საბავშვო პორნოგრაფიული სურათი წარადგინა.

"ჩვენ ვიძიებთ მეტცელდერის მიერ საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების საქმეს და მათ შორის, იმ ფოტოებს, რომლებიც ჰამბურგიდან მივიღეთ", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა ლიდი ოჰტერინგმა.

პოლიციამ მეტცელდერი ჰენეფეში, სპორტულ სკოლასთან დააკავა და მობილური ტელეფონი ჩამოართვა, ხოლო მისი სახლიდან კომპიუტერი ამოიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული