"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში პირველი ნომერი უნდა იყოს, მისმა ნათქვამმა კი "ბაიერნის" გოლკიპერი მანუელ ნოიერი გააღიზიანა. ბუნდესტიმის მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ნოიერს დაუჭირა მხარი.
"გვიხარია, რომ მათი სახით მსოფლიო კლასის ორი მეკარე გვყავს. ტრაპსა და ლენოსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ. ყველანი ამბიციურები არიან და თამაში უნდათ. ჩვენ ასეთი კონკურენცია გვჭირდება.
პირობას შევასრულებ, ტერ შტეგენს შანსს მივცემ. კარგად მესმის მისი იმედგაცრუების, მაგრამ კარში ერთი მეკარე უნდა ჩავაყენო.
მინდოდა ივნისში მეთამაშებინა, თუმცა მცირე ტრავმა ჰქონდა. ნოიერმა კი ამას წინათ