კარგი კი არა ძალიან კარგია, როდესაც გუნდს ორი მაღალი კლასის მეკარე ჰყავს, მაგრამ ეს ხანდახან პრობლემაცაა. მაგალითად, როგორც გერმანიის ნაკრებში. მანუელ ნოიერს კარში ადგილის დათმობა არ უნდა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კი იძახის, რომ ნომერი პირველი ის უნდა იყოს და მისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა მართალიცაა. თან, გულშემატკივრები სწორედ "ბარსელონას" გოლკიპერს უჭერენ მხარს.
მოკლედ, შავ დღეშია ბუნდესგუნდის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ეს მოიფიქრა - დორტმუნდში არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში ტერ შტეგენს ათამაშებს, ხოლო ტალინში ესტონეთთან ევროშესარჩევის შეხვედრაში -
ნოიერს.
ული ჰიონესი: ისე უჭერენ ტერ შტეგენს მხარს, თითქოს 17 ტიტული მოეგოს - ნოიერი ნომერი პირველია