თავდამსხმელმა ტომას მიულერმა შესაძლოა, "ბაიერნი" დატოვოს.
ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ სისტემატურად არ ათამაშებენ.
"ბილდი" ამტკიცებს, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, 30 წლის მიულერი გუნდს დატოვებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე პირველობის 7 მატჩში (3 სასტარტოში) მან 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.