"პირველ რიგში, ამერიკა - ყველაზე საშინელი ფრაზაა, რაც ოდესმე გამიგონია" - იურგენ კლოპი

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მკაცრად შეაფასა სლოგანი "ამერიკა პირველ რიგში", რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსები მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პოსტ- მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე იყენებდნენ და ახალი სიცოცხლე კი ფრაზას აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შთაბერა.

"ყველაზე საშინელი ფრაზა, რაც ოდესმე გამიგონია, იყო "ამერიკა პირველ რიგში". რას ეხება საერთოდ ეს? ეს როგორ შეიძლება? მესმის, რომ ქვეყნის შიგნით გაქვთ განცდა, რომ საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოთ რაღაც. თუმცა გამოცდილება გვიჩვენებს, როცა შენ ყველაფერი კარგად გაქვს, სხვებს კი არა, ამ პროცესებს კრიზისამდე მივყავართ. პირველ რიგში
ასე თავის დაყენება არასდროს მუშაობს", - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა Bild-ს.

52 წლის იურგენ კლოპი 18 წელია სამწვრთნელო საქმიანობით არის დაკავებული. 2001-08 წლებში ის "მაინცს" წვრთნიდა, 2008-15 წლების პერიოდში დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებელი იყო, ხოლო 2015 წლიდან "ლივერპულს" უდგას სათავეში და შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ბიჭი არაა, რომ იძახოდა რა უნდა ევროპის საკლუბო გუნდების ფინალს ბაქოშიო? თუ ეს ნიჩურტაა, და მხოლოდ მაშინ უნდა თქვა, როცა სხვა მას რამეს არ უწილადებს?
ყური მიგდე
19:15 10-10-2019
2
ხოდა მერე ერის პირადი გამოცდილება რომ იცის მაქედან გამომდინარე ამბობს :))
1111
19:10 10-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული